ხიბულის ისტორია

Comments

  1. ჩემი მშობლიური სოფელი, ძველი ხიბულა არის ძალიან ძველი სოფელი, რასაც ისტორიკოსების მიერ IV დათარიღებული , ციხე-სიმაგრეც მოწმობს. ჯიხა სოფელ ძველ ხიბულაში,სოფლის ცენტრთან ახლოს, ლამაზ გორაკზე, მდინარე ჭანისწყლის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. მას ადგილობრივი მოსახლეობა ,,ხიბულურჯიხას’’- ,,ხიბულელ’’ ციხეს უწოდებს. იგი ხუროთმოძღვრული კომპლექსია, რომელიც შედგება გალავნის, კოშკის,სასახლისა და სხვა ნაგებობათა ნაშთებისაგან.ციხის გორაკი მთლიანად დაფარულია ფართოფოთლოვანი ხეებით,ხეები მრავლადაა ციხის შიდა ეზოშიც, რომლის ფართობი არანაკლებ 2000 კვ.მეტრია. ეზოს ფორმა ოვალურია. ციხის კოშკიდან კარგად მოჩანს ბიასა და ურთის მთის მასივები, აგრეთვე ჭაქვინჯის ციხე.
    ბორცვი, რომელზედაც ციხეა აღმართული, საკმაოდ ციცაბოა, მას მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთი მხრიდან აქვს დავაკება. მთავარი შესასვლელიც ამ მხარეს უნდა ყოფილიყო. ბუნებრივია, იგი სატანადოდ გამაგრებულიც იქნებოდა, ალბათ, კოშკითაც, მაგრამ დღეისათვის მსგავსი რამ აქ არ ჩანს.აქვე, ახლოს სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებიც ყოფილა, რასაც ციხის გალავნის გარეთ, 20-ოდე მეტრში, მიწაში ჩაფლული ქვევრი მოწმობს. გალავანი რიყის ქვითაა ნაშენი, იგი მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთით არის შემორჩენილი და მიწისძვრისა თუ მეწყერის გამო გადაწოლილია, გალავნის საკმაოდ დიდი ნაწილი ფერდობზეა დაგორებული. აქვე, ზედ გალავანთან, შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები შენობის ნაშთები, გვერდით დევს ჩამონგრეულიკ კედლის ნაწილი, რომელშიც ქვევრია ჩაშენებული.ეზოს სამხრეთით ჭაა, რომლითაც, მოსახლეობა სარგებლობდა. ამჟამად ჭა ამოვსებულია.
    ხიბულის ციხის რიყის ქვის სამშენებლო ფენა- მალაქია კათოლიკოსისეული,ხოლო შირიმის ქვის ფენა უფრო ძველი უნდა იყოს. აღმოსავლეთით, გალავნის გარეთ, ძვ. წ. VII საუკუნის ძველკოლხური თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები დაფიქსირდა.
    მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა შემთხვევითი არ არის., ვინაიდან ის ასრულებდა თავდაცვით ფუნქციას საქართველოს ძნელბედობის ჟამს. როდესაც სოფელში მტერი შემოდიოდა, სოფლის მოსახლეობა თავს , სწორედ ჯიხას აფარებდა. ამავდროულად ციხე- კოშკის ტავზე ინთებოდა ცეცხლი, რაც იყო სიგნალი მეზობელი სოფლებისათვის, რომ მტერი იყო შემოჭრილი სოფელში.ასეთივე შენობაა აგებული წალენჯიხაშიც, რომელიც იგივე მუნქციებით იყო დატვირთული
    ხიბულის ჯიხას ჰქონდა საიდუმლო გასასვლელი,რომელიც გადიოდა მდინარე ჭანის წყალზე, საიდანაც მოჰქონდათ წყალი მტრის შემოსევის დროს და სწორედ, ეს მოკლე გზა იყო გამოყენებული ჯიხის აგების დროს, ვინაიდან მის ასაგებად ქვებს მდინარის ნაპირებიდან ეზიდებოდნენ

    ReplyDelete

Post a Comment